ტრენინგის შჯამება დავიწყეთ.....
Sunday, October 19, 2014
ტრენინგის მეცხრე დღე
გამეორება
მუშობა ბლოგში-გვერდები,HTML გაჯეტი.
პროექტების პრეზენტაცია
ტრენინგის შეჯამება
ტრენინგის მეცხრე დღეც დავიწყეთ ტრადიციულად გამეორებით. ვისწავლეთ ახალი გვერდების შექმნა.ვისწავლეთ HTML გაჯეტი.მე და ჩემმა კოლეგებმა წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა დასრულებული სახით .გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს და დასრულების შემდეგ მოხდა პროექტების პრეზენტაცია.პრეზენტაციის შემდეგ განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის გაზიარების დადებით მხარეები.
Saturday, October 18, 2014
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ გამეორებით.დღეს ვისაუბრეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე ,თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას.ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. გავაკეთეთ პრეზენტაცია მოსწავლეთათვის.ვნახეთ ჩვენი საქაღალდე,შევასწორეთ და დავარქვით სახელები.გავწერეთ სლაიდებად მოსწავლეთათვის ჩვენი ინსტრუქცია .ტრენერის დახმარებით შექმნილი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.
Tuesday, October 14, 2014
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეც დავიწყეთ ტრადიციულად გამეორებით.დღეს განვიხილეთ მეექვსე მოდული.ვიმსჯელეთ,რომ მასწავლებლების მიზანია,ყველა მოსწავლეში მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს,სრუკყოფილად გამოიყენოს თავისი სასწავლო პოტენციალი.ვიმუშავეთ მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე და ვიფიქრეთ,როგორ უნდა ჩავრთოთ ყველა მოსწავლე თემაზე წარმატებით მუშაობაში.გავეცანით გარდნერის თეორიის მიხედვით შექმნილ ფსიქოლოგის პრეზენტაციას.
Sunday, October 12, 2014
ტრენინგის მეექვსე
დღე დავიწყეთ გამეორებით. დღეს გავეცანით მეოთხე მოდულს,სადაც გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნას.ამ მოდულში ვიმსჯელეთ,თუ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით.დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის,პუბლიკაციის,ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.გავეცანით აგრეთვე სხვადასხვა პროექტებს და შეფასების რუბრიკებს.
Sunday, October 5, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ გამეორებით.გავიმეორეთ ძველი და გავეცანით ახალს ანუ დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე.პირველ რიგში,გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები.რისი მიღწევაც გვინდა.სტანდარტზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები,გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები და გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ,შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები.შევქმენით შეფასების რუბრიკები.გავალეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
Saturday, October 4, 2014
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ გამეორებით.დეტალურად გაგვახსენა ქალბატონმა ქეთევანმა ბუკლეტების დამზადება.გადავედით ახალ თემაზე ეს იყო პროექტის გეგმაზე მუშაობა.დავადგინეთ სტანდარტი,რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ,განვსაზღვრეთ მიზანი და გავეცანით .მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს.გავეცანით აგრეთვე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,რაც ძლიან დამეხ მარა პროექტის მიზნის დაწერაში.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის!
Sunday, September 28, 2014
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ საშინაო დავალებით-პროექტების მიმოხილვა. გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავეცანით word-ის ინსტრუმენტებს.ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება.ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე-რათა სწავლების პროცესში ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი გამოვიყენო და შევქმნა რესურსები,რომლითაც დაინტერესებულ ადამიანებს ავუხსნი ჩემს მიერ კლასში პროექტების განხორციელების მიზნებს.ვისწავლეთ
Saturday, September 27, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)